მორიგი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში.
2008 წლის ომის და მცოცავი ოკუპაციისას დაზარალებულთა უფლებებს, ევროპულ სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დაიცავს.
11 ოჯახის სარჩელი უკვე მზად არის, მესამე სექტორი შეეცდება დაამტკიცოს, რომ რუსეთმა, საქართველოს მოქალაქეებს, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის და სამართლებრივი დაცვის უფლებები დაურღვია.