სიახლეები
„ოცნების“ მაჟორიტარების წარდგენა რუსთავში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში "ქართული ოცნების"მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

რუსთავის 29-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება პაატა მხეიძე;

რუსთავის 30-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად პარტიიდან წარდგენილია გიორგი ბეგაძე;

ბოლნისის  მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან იქნება გოგა მეშველიანი;

გარდაბანის საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნების“  მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება სავალან მირზოევი.

თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიას წარგენილი ჰყავს გოდერძი ჩანქსელიანი.

მარნეულის 35-ე ოლქში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს რუსლან გაჯიევის კანდიდატურას.

მარნეულის 36-ე ოლქში კი, პარტიის კანდიდატი იქნება თამაზ ნავერიანი.

 

Print