სიახლეები
57%-ის არჩევანი
ndi-ს  კვლევის  თანახმად,   ხვალ რომ საპარლამენტო  არჩევნები იყოს  გამოკითხულთა  57%-ს    ამ დრომდე  გადაწყვეტილი არ აქვს ვის  მისცემს  ხმას.

პოლიტიკური პარტიები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს  აგრძელებენ, თუმცა  ndi-ს  კვლევის  თანახმად,   ხვალ რომ საპარლამენტო  არჩევნები იყოს  გამოკითხულთა  57%-ს    ამ დრომდე  გადაწყვეტილი არ აქვს ვის  მისცემს  ხმას.     რამდენად აისახება  ეს მაჩვენებელი საპარლამენტო  არჩევნების შედეგზე.

ოპოზიციური ფლანგის აზრით, მოსახლეობის მხრიდან ეს ნიჰილისტური განწყობა , მხოლოდ ქართულ ოცნებაზე ვრცელდება. მათ კი ამ სიტუაციაში კარგი შანსი აქვთ, ამომრჩეველი საკუთარ მხარეს გადაიბირონ.

ამომრჩევლის ერთგულებაში დარწმუნებულები არიან მმართველ პარტიაშიც, სადაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემებს, არ ენდობიან.

რადგან მათი განცხადებით, მოსახლეობის განწყობის საჩვენებელად ყველაზე კარგი ინდიკატორი  თავად ამ მოსახლეობასთან კონტაქტია.

პროცენტებს არჩევნები მართლაც კარგად განსაზღვრავს, თუმცა გია ხუხაშვილის აზრით 57%-მა არჩევანი უკვე გააკეთა.

არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი. მანამდე კი, NDI-ის კვლევების თანახმად, იმ ადამიანებიდან, ვისაც  გადაწყვეტილება მიღებული აქვს და არჩევნებზეც მიდიან -  32%  პროცენტი „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს, 26 %  „ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“ 7 %.

 

 

Print