სიახლეები
საშიში სათამაშოები

რამდენად უსაფრთხოა  ბავშვების  ჯანმრთელობისთვის    ქართულ  ბაზარზე  სარეალიზაციოდ  გამოტანილი სათამაშოები.

"მაესტროს" ჟურნალისტი დაინტერესდა,  უტარდება თუ არა სათამაშოებს   ლაბორატორიული  შემოწმებები,   მით უმეტეს მაშინ, როდესაც  ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმებით,     საქართველო  ვალდებულია,        რომ ამ ტიპის  საკითხები  რეგულაციებში მოაქციოს.
სამი შვილის დედა, ანა ბედუკაძე სათამაშოებს ბავშვებისთვის ხშირად ყიდულობს, თუმცა პროდუქციის ხარისხში დარწმუნებული არ არის.

"მაესტრო" სათამაშოების ხარისხით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მაღაზიებსა და ბაზრობაზე განთავსებულ, უცხო ქვეყნიდან შემოსულ არც ერთ სათამაშოს საქართველოში ლაბორატორიულად არ ამოწმებენ.

პედიატრი, რამაზ ღულაძე, რომელიც საკითხში კარგად ერკვევა,  განმარტავს, რომ უხარისხო სათამაშოები ტყვიისგან, დარიშხნისგან, პოლივინილ ქლორიდისგან და მავნე საღებავისგან მზადდება, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშია.


"მაესტრომ" სცადა გაერკვია რეგულირდება თუ არა უცხო ქვეყნიდან შემოსული სათამაშოების ხარისხი.

"ეკოლოგიის, სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში" განაცხადეს, რომ ამ კუთხით ინსტიტუტს აკრედიტაცია არ აქვს. 
"აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოში", რომელიც საქართველოს კანონის "პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" საფუძველზე საქართველოში აკრედიტაციას გასცემს, აცხადებენ, რომ აკრედიტაცია ამ კუთხით არც ერთ ობიექტზე არ გაცემულა, რაც ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული სათამაშოები, არცერთ ლაბორატორიაში არ შემოწმებულა.

 

 

Print