სიახლეები
უარი ანა დოლიძეს მოსამართლეობის კანდიდატობაზე
რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდა საქართველოს მთავრობის მიერ ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის შერჩევა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ეს არის დღის კითხვა, რომელზეც პასუხი იგვიანებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ევა გოცირიძის ღვაწლზე და გამოცდილებაზე საუბრობენ ოპოზიციაში კი სუბიექტურს გადაწყვეტილებაზე.

ევა გოცირიძის კანდიდატურამ მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკური პარტიების ნაწილთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააპირისპირა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, გოცირიძე მედიასთან არ გამოჩენილა. დღეს  დამატებით კომენტარს არც იუსტიციის მინისტრი აკეთებს.

უთანხმოების მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროსასამართლოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი სამეულია, რომელშიც ევროპული სასამართლოს მიერ დაწუნებული ნანა მჭედლიძე, ევა გოცირიძით ჩაანაცვლეს.

არასამთავრობო სექტორს გოცირიძის კომპეტენციაში ეჭვი ეპარება.

მთავრობის გადაწყვეტილება გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვისაც. კახა კოჟორიძეს ევა გოცირიძესთან დაკავშირებით კითხვები აქვს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეს იხსენებს.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ  მოსამართლეობის კანდიდატის შეცვლა საზოგადოებასთან და კანდიდატებთან კონსულტაციის გარეშე  მოხდა. იგი  მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს .

დოლიძის პრეტენზიებს ეთანხმება დეპუტატი ვახტანგ ხმალაძეც, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრი იყო.

მიუხედავად არაერთი მოწინააღმდეგისა, ევა გოცირიძის კანდიდატურაზე მმართველი გუნდის პოზიცია ცნობილია. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მთავრობამ ევა გოცირიძის გამოცდილება გაითვალისწინა.

ვინ გახდება საქართველოს სახელით ევროსასამართლოს მოსამართლე, ამაზე საბოლოო გადაწყვტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ფარული კენჭისყრით უნდა მიიღოს.
Print