სიახლეები
პროკურატურაში კოტე ვარძელაშვილი გამოკითხეს
საქართველოს     მთავარ    პროკურატურაში     საკონსტიტუციო სასამართლოს    თავმჯდომარის    მოადგილე,     კონსტანტინე ვარძელაშვილი    გამოკითხეს.

იგი    საგამოძიებო უწყებაში  ოთხ  საათ ნახევრი  იმყოფებოდა.

როგორც კონსტანტინე     ვარძელაშვილმა განაცხადა,   მან     გამოძიებას მიაწოდა     მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც    შესაძლოა    მოსამართლეებზე     განხორციელებულ ზეწოლას, ან    ზეწოლის    მცდელობას  უკავშირდებოდეს.  ვარძელაშვილი ამბობს, რომ  პროკურატურაში  კონკრეტული   გვარები  დაასახელა,   თუმცა     მოსამართლემ   ჟურნალისტებთან    აღნიშნული  ინფორმაცია   არ  გაასაჯაროვა.

Print