სიახლეები
პაპუაშვილის პირველი კომენტარი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
შეხვედრა, რომელიც ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პაპუაშვილმა აღნიშნა, პრემიერთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. იგი ასევე, უახლოეს დღეებში მთავარ პროკურორს შეხვდება.

„კითხვის ნიშნები პრემიერთან შეხვედრის დროს არ დამრჩა. კითხვის ნიშნები დიდი ხანია არსებობს, უბრალოდ პრემიერთან მოსაზრებები გავცვალეთ ორმხრივად. ღია საუბარი გვქონდა. ის თვლის, რომ კონკრეტული ფაქტები და ბუნებრივია, გამოძიება მისი პრეროგატივა არ არის, მაგრამ რადგანაც ის პასუხისმგებელია მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე, ამიტომ ჩემი ინტერესი იყო, რომ გარკვეული გარანტიები, როგორც მას ისე პრეზიდენტს გამოეთქვა“, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

 

Print