სიახლეები
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნილია
დედა შვილის შემზარავი მკვლელობა გახსნილია.

22 თებერვალს ზემო ფონიჭალაში ორი ადამიანის ცხედარი საკუთარ სახლში ახლობლებმა იპოვეს.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ სამართალდამცავებმა ინფორმაცია დღეს გაავრცელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა დედა-შვილს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელი სახლი გადაწვა .

ოჯახის ინფორმაციით, ბრალდებულს მკვლელობა წინასწარ  ჰქონდა დაგეგმილი.

მამფორიები  საკუთარ სახლში  დიდი ოდენობით თანხას  ოქროს ინახავდნენ.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდებულს დანაზოგის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

Print