სიახლეები
გატაცების მცდელობა კირბალში
გატაცების მორიგი მცდელობა სოფელ კირბალში ოკუპანტებისთვის წარუმატებლად დასრულდა.

გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელებიმ  ადგილობრივს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაზარალებული, უკანონო პატირობას გადაურჩა და საავადმყოფოში მოხვდა.

ზაქარია თაყაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ზაქარია თაყაძეს, სასაფლაოზე ყოფნისას    საოკუპაციო რეჟიმის ორი წარმომადგენელი  თავს დაესხა.  მისი გატაცება სცადა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თაყაძე, მათ არ დაემორჩილა და გაქცევა მოახერხა.

მორიგი პროვოკაცია - ასე აფასებენ მომხდარს, საქართველოს მთავრობაში. ამბობენ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მომხდარს- შესაბამისი საერთაშორისო რეაგირება მოჰყვეს.

მმართველი გუნდი ყოფილი ხელისუფლების, პასუხისმგებლობაზე საუბრობს და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგს უწოდებს.

ინციდენტს გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.  მომხდარი კვლავ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება ერგნეთის შეხვედრაზეც.

Print