სიახლეები
თაროზე შემოდებული საქმეები

საკონსტიტუციო სასამართლოში შესული  239 საჩივრიდან  127 საქმე ამ დრომდე განხილული არ არის.

თაროზე შემოდებული საქმეების ავტორთა ნაწილი,  საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის  გაჭიანურებას ედავება.

ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური - პროფკავშირების სარჩელია , რომელიც 2 მილიონზე მეტი დასაქმებულის ინტერესს  ეხებოდა.

პასუხის მისაღებად სარჩელის ავტორს, 3 წელი დასჭირდა.

საკონტიტუციო სასამართლომ პროფკავშირების სარჩელის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას სწორედ ეს დრო მოანდომა.

საქმე მილიონობით დასაქმებულის შრომით ხელშეკრულებას ეხება.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ ვადების დარღვევის მიზეზად,  საკონსტიტუციო სასამართლომ გადატვირთული გრაფიკი დაასახელა.

პროფკავშირების წარმომადგენელს უკვირს  როგორ ახერხებდა საკონსტიტუციო სასამართლო  ისეთი საქმეების  ოპოერატიულად განხილვას, რომელთა ნაწილიც პოლიტიკას უკავშირდებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის რიგითობით განხილვის ვალდებულება არ აქვს, იურისტები ამბობენ, რომ  აქ  პრიორიტეტი ის საქმეებია, რომელთა გადაწყვეტაც გონივრულ ვადებში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

როგორ უნდა განსაზღვროს სასამართლომ პრიორიტეტული საქმე?-როგორც ჩანს ეს საკითხი მოსამართლეებისთვის დავის საგანი გახდა.

ბოლო წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელისუფლების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა.

დაჩქარებული წესით განხილული საჩივრები პოლიტიკური ხაზით,   კითხვებს აჩენს.

2014 წლიდან   საკონსტიტუციო სასამართლოში შესული  239 საჩივრიდან  127 საქმე ამდრომდე განხილული არ არის.

 

Print