სიახლეები
პროკურატურაში მოსამართლეები გამოკითხეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე მთავარ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

მისი პირობა ძალაში რჩება. გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს, 13:00 საათზე, იყო  დაბარებული.

პაპუაშვილისგან განსხვავებით, მთავარ პროკურატურაში მივიდა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე, თუმცა ისინი ამბობენ, რომ  მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ არაფერი სმენიათ. პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა  მოსამართლეა დაბარებული.

Print