სიახლეები
NDI-ს კვლევა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი  საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის   მიხედვით გამოკითხულთა  უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.  მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული მოსახლეობის მეოთხედისთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დამაკმაყოფილებელია, ბოლო წლებში ქვეყნის კურსით კმაყოფილი მოქალაქეების რაოდენობის კლება შეინიშნება. გამოკითხულთათვის  ყველაზე მნიშვნელოვან  საკითხებად კვლავ სამუშაო ადგილები, სიღარიბე და  ტერიტორიული მთლიანობა რჩება.

კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან -6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

 

Print