სიახლეები
გატაცების მცდელობა კირბალში
საოკუპაციო ხაზთან, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, 26 ივლისს,

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავება სცადეს. 
უკანონო დაკავების მცდელობისას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, კირბალის მკვიდრს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია უკვე მიწოდა  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.   საკითხი  ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრაზე ერგნეთში.

Print