სიახლეები
ციხელაშვილი გორში მომხდარ ინციდენტზე
თავხედური პროვოკაცია და საოკუპაციო რეჟიმის სახე

ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე  საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალის მკვიდრის გატაცების მცდელობას.

მისივე თქმით, ამგვარი ფაქტები 2008 წლიდან ხდება და ხელისუფლება ყველა შესაძლებლობასა და ფორმატს იყენებს, რათა კონკრეტულ ინციდენტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეგირება იყოს.

რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი 50 წლის ზაქარია თაყაძის დაკავება სცადეს. ის სოფლის სასაფლაოსთან საქონელს მწყემსავდა, როდესაც შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ.  თაყაძემ სამხედროებს წინააღმდეგობა გაუწია, საპასუხოდ მას ავტომატის კონდახით სცემეს. მამაკაცმა თავს გაქცევით უშველა.

Print