სიახლეები
პროკურატურის ხარჯები
2012 წლიდან პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ, თავის მხრივ, განაპირობა

შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხების მატებაც. თუმცა, პროკურატურის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს - ნათქვამია აი დი ეფ აი - ის კვლევაში. ორგანიზაციამ მთავარი პროკურატურის ხარჯები შეისწავლა. პროკურატურიდან მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოჩნდა, რომ 2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.

Print