სიახლეები
დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში მომხდარი, დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ქურდობის, ყაღაჩობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქეა დაკავებული.

გამოძიების ვერსიით, მან ცივი იარაღით ნონა რომანიძეს   29 ჭრილობა მიაყენა   და მის მცირეწლოვან  შვილს კი 16.  კვალის დაფარვის მიზნით კი ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია

Print