სიახლეები
''ქართული ოცნების'' - მაჟორიტარები გურიაში
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში გურიის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება არჩილ თალაკვაძე; ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარად წარდგენლია თემურ ჭკუასელი.

„არჩილ თალაკვაძე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული, ახალი სახეა. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ არჩილზე. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეს არის მოტივირებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭით და განთლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, ოზურგეთელები იამაყებთ თქვენი მაჟორიტარით. ბატონი თემური პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ მას ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას“,-აღნიშნა პრემიერმა.

Print