სიახლეები
პრეზიდენტი კორცხელის საქმეზე - პრეზიდენტის ოჯახის წევრის საქმე

პრეზიდენტი და პრემიერი ერთ სივრცეში, თანაც გვერდიგვერდ. ეს კადრი მედიამ დღეს პარლამენტში, ამბასადორიალზე გადაიღო. საუბრის დეტალები უცნობია.

 


აქვე იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერიც. აღმოჩნდა, რომ სკანდალური განცხადებიდან რამდენიმე საათში მანანა კობახიძეს პრეზიდენტის მასპინძლობა მოუწია, მაგრამ კონტაქტის გარეშე.
საუბარი და დებატები ისევ ტელეეთერის საშუალებით გაგრძლედა. კობახიძეს გუშინდელგანცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ასე გამოეხმაურნენ.

 

თავად კობახიძე უხერხულობიდან გამოსვლას განმარტებებით ეცადა. განცხადება ამჯერადაც ხმაურიანი აღმოჩნდა ,თუმცა ახალი ადრესატით.

მმართველი გუნდი ახლა გამოძიების დასრულებას ელოდება იმის დასადგენად-ეს იყო რეალურად  ზეწოლა თუ პოლიტიკური სპეკულაცია.ოპოზიციას პროკურატურის იმედი არ აქვს.

გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით აღიძრა. პროკურატურამ საქმის მასალები საპოლიციო უწყებას უკვე სთხოვა. არ არის გამორიცხული გამოკითხვა გიორგი მარგველაშვილსაც მოუწიოს.

Print