სიახლეები
არჩილ გეგეშიძე თანამდებობაზე რჩება
ისტერიკამდე მისული რეზონანსი არაადეკვატური იყო--ეს შშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებაა.
არჩილ გეგეშიძე თანამდებობაზე რჩება, თუმცა საკუთარ განცხადებებზე ახსნა-განმარტების გაკეთება სამინისტროში მაინც დაჭირდა. მისი თქმით,საკითხი უკვე ამოწურულია. დიპლომატმა ამჯერად უპასუხოდ დატოვა კითხვა იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან.
არჩილ გეგეშიძემ, რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ მმართველ უმრავლესობაში პრორუსულად განწყობილი ადამიანები არიან, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მათი პოზიცია გადაწყვეტილების მიღებისას გავლენას ვერ ახდენს.
Print