სიახლეები
გიორგი პაპუაშვილის განცხადება
გიორგი პაპუაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრემიერთან აუდიენციას ელოდება.

მისი თქმით, ის საქმის დეტალებს, დაინტერესების შემთხვევაში, პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა პირებსაც გააცნობს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, ის მხოლოდ ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრების შემდეგ ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

Print