სიახლეები
პრეზიდენტის განცხადებას რეაგირება მოჰყვა
მთავარმა საგამოძიებო უწყებამ, პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საქმეებზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის სიძის - მინდია გოგოჭურის მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე საქმე  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით აღიძრა.

ამ საქმეზე დღეს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებიათ პრეზიდენტსა და პრემიერს. მმართველი გუნდის წევრები კი ქვეყნის პირველ პირს ისევ აკრიტიკებენ.

მარგველაშვილისა და პაპუაშვილის განცხადებებს ამერიკის ელჩი საქართველოში - იან კელიც ეხმაურება.

Print