სიახლეები
დარღვევები სასკოლო ტრანსპორტის ტენდერებში
არასაკმარისი რაოდენობის სასკოლო ტრანსპორტი - ასეთია აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც სკოლებზე მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

არასაკმარისი რაოდენობის სასკოლო ტრანსპორტი - ასეთია აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც სკოლებზე მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. დასკვნაში საუბარია ასევე მოსწავლეების უსაფრთხოებასა და სატენდერო დარღვევებზეც.

57 932 ათასი მოსწავლე სასკოლო ტრანსპორტით ვერ სარგებლობს - აუდიტის სამსახურის დასკვნა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სატენდერო დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

არასაკმარისი რაოდენობის ტრანსპორტზე საუბრობენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტორშიც.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ტენდერებში მუდმივად 4 კომპანია მონაწილეობს და იმარჯვებს.

გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ისინი ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ. აქედან ორს - შპს „ვი ქომს“ და შპს „ნიშს“ საერთო დამფუძნებლები და დირექტორი ჰყავთ. ასევე, შპს „მაიჯიპიესი“ და „თაიმსერვისი“, რომლებმაც აჭარის რეგიონში გაიმარჯვეს.

ჯამში 38 ტენდერი ჩატარდა. აქედან 6 ტენდერი ჩაიშალა. შესყიდვის ჯამურმა სავარაუდო ღირებულებამ 29,239,545 ლარი, ხოლო ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 29,074,086 ლარი შეადგინა.

წელს განათლების სამინისტრომ სასკოლოს ტრანსპორტისთვის 17, 5 მილიონი ლარი გამოყო. სასკოლო ტრანსპორტით სულ 813 სკოლა და 220 842 მოსწავლე სარგებლობს. აქედან 57 932 ათასმა ბენეფიციარმა ტრანსპორტით ვერ ისარგებლა, რაც 26%-ს შეადგენს.

რაც შეეხება შშმ მოსწავლეებს, მათთვის ტრანსპორტი ადაპტირებული არ არის. აუდიტის თანახმად, ზამთარში ტრანსპორტი მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებას ვერ უზრუნველყოფს.

კონტაქტთან საუბარში სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ ტრანსპორტი არ ჰყოფნით. თუმცა, კამერის წინ საუბარი არ სურთ. ზოგიერთ სკოლას კი, მიკროავტობუსის ნაცვლად ე.წ. ჯიპი ემსახურება.

„განათლებს ლიგის“ ხელმძღვანელის, მანანა ნიკოლაიშვილის განმარტებით, შექმნილი პრობლემა სამინისტროს მიერ არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოზე მიანიშნებს.

კონტაქტი დაინტერესდა, სამართლებრივად სწორია თუ არა ტენდერში ორი კომპანიის ერთი და იმავე დამფუძნებლის მონაწილეობა?

IDFI-ს ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, საბა

ბუაძის განმარტებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციაში დამატებითი მოთხოვნები დასაბუთებული იყოს და ფორმალურ ხასიათს არ ატარებდეს, როგორც ეს კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა.

დაინტერსედება თუ არა შესაბამისი უწყებები აუდიტის დასკვნის შედეგებით, ჯერ უცნობია.

Print