სიახლეები
თინა ხიდაშელი ფარულ მოსმენებზე
„ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია"-

განცხადებას თავდაცვის მინისტრი აკეთებს. თინა ხიდაშელის თქმით, ის გამოძიების დასრულებას ელოდება. მინისტრი განმარტავს, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
“პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას მოთმინებით ველოდები, ერთის მხრივ იმ მუქარებზე, რომელსაც ჩვენ თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვისმენდით ხან ვიდეო გრაფიკის სახით და ხან სხვა ფორმით, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ვიდეომასალაზე, რომელიც გავრცელდა. ჩემი აზრით, ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ პროცესი დასრულებული არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროცესის დასრულებას მოუთმენლად ველოდები, თუმცა წარმოუდგენლად მეჩვენება, ვიდრე პროცესი დასრულებლი არ არის, ბოლო წერტილი დასმული არ არის, სანამ ყველა დაკავებული არ არის და უზრუნველყოფილი არ არის ის, რომ ქვეყანაში ვიდეოფირების ტერორიზმი დამთავრდეს, ამ ადამიანთან რაიმე ტიპის საპროცესო გარიგებებზე საუბარი, თუკი მათ რაიმე ისეთი ღირებული ინფორმაცია არ მიაწოდეს პროკურატურას, რაც ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს. თუ ეს ასეა, საკითხისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, ვიცოდეთ, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება, თუ ასეთი რამ ხდება, საპროცესო შეთახმების გაფორმება ადამიანებთან, ვისზეც გუშინ ითქვა, რომ ძალიან მაღალ საფრთეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის და დღეს არ ვიცით, ეს საფრთხე როგორ არის ნეიტრალიზებული“, - განაცხადა ხიდაშელმა

Print