სიახლეები
ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში იმყოფება

ლევან ვარშალომიძემ სახელმწიფო აუდიტის შენობა დატოვა.

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის  თქმით,  გამოკითხვაზე მთავარი კითხვა იყო ის, თუ რა რესურსით გეგმავდა „სოციალური სახლის“ დაფინანსებას.

ვარშალომიძე ამბობს, რომ აუდიტის სამსახურს ყველა შეკითხვაზე ამომწურავი  პასუხი გასცა და ყველა დოკუმენტი წარუდგინა, საიდანაც პროგრამის დაფინანსებას აპირებს.

ლევან ვარშალომიძეს მხარდამჭერების გამამხნევებელი შეძახილები აუდიტის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ დასჭირდა.

აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე, მონიტორინგის სამსახურს იმ ფინასურ წყაროებზე ესაუბრა, რომლითაც ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბარაკებში მაცხოვრებლებისთვის კაპიტალური საცხოვრებელი ფართის აშენებას ფიქტიურ დოკუმენტის მიხედვით სთავაზობს.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ნებისმიერი საკითხის შესწავლა მოხდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ახლა უკვე ხელშეკრულების ხელმომწერთა მეორე მხარის გამოკითხვა მოხდება.

აუდიტის სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები  აცხადებენ, რომ ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის დაბარება უწყებაში პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. ისინი ასევე პარალელს ავლებენ  გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც 200-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართით უსასყიდლოდ დააკმაყოფილებენ. არასამთავრობო სექტორი  მიიჩნევს, რომ მთავრობა გაწერილი  ბიუჯეტის მიხედვით მოქმედებს და საეჭვო გარემოება ამ ეტაპზე არ იკვეთება.

ლევან ვარშალომიძის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნების ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს  განცხადებით, 18 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ მიმართა.

უწყების მხრიდან მოკვლევის პარალელურად, ვარშალომიძე ბარაკებში მაცხოვრებლებთან ხელშეკრულებების დადებას დღემდე აგრძელებს.

 

Print