სიახლეები
უსაფრთხოების პრობლემა მგზავრობისას
ეს შემთხვევა რუსთაველზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და უნდა დაადგინოს, ვისი მიზეზით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა - მიკროავტობუსის თუ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რამდენად ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები და გრძნობენ თუ არა უსაფრთხოდ თავს მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს. „მაესტრო“ თბილისში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი გამოკითხა.

საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, რომელიც სატრანსპორტო სფეროს კარგად იცნობს, ამბობს რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულობაც და მძღოლების მიერ წესების დაცვაც მერიამ და კომპანია „თბილისის მიკროავსტობუსმა“ უნდა გააკონტროლონ.

თბილისის მერია პრობლემის არსებობას აღიარებს.  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს პასუხი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება. თუმცა მერიამ თავის მხრივ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშაობა უნდა აკონტროლოს.

"თბილისის მიკროავტობუსში" განმარტავენ, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც მძღოლებთან დებენ - დასაქმებულის უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობას კომპანია არ იღებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში პირობას დებენ, რომ მდგომარეობა სექტემბრისთვის უკვე შეცვლილი იქნება. და ამისთვის კონკრეტული გეგმაც არსებობს, რომლის განხორცილეება უკვე დაწყებულია.

Print