სიახლეები
''ბორდიულებზე'' დამონტაჟებული მოსაცდელები
თბილისის მოსახლეობას ახალი პრობლემა აქვს. მოსაცდელი კონსტრუქციები , რომლებიც თბილისის მერიამ რამდენიმე უბანში  გაჩერებასთან დაამონტაჟა  ფეხით მოსიარულეებს გადაადგილების საშუალებას უზღუდავს.

უკმაყოფილებას საბურთალოს ქუჩის  მოსახლეობა გამოთქვამს.

საბურთალოს ქუჩის 59 ნომერში, თბილისის მერიამ მოსახლეობის მოთხოვნით , საზოგადოებრივი ტრასპორტის  ახალი მოსაცდელი განათავსა.  კონსტრუქციამ სავალი გზა მთლიანად დაიკავა და ფეხით მოსიარულე ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების პრობლემა შეუქმნა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის „ ხელმძღვანელი გიორგი ახმეტელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. არაადაპტირებული შენობები და ტრანსპორტი - ეს არის ის პრობლემები რასაც გიორგი ყოველდღიურად აწყდება.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი  ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საბურთალოს ქუჩაზე არ არის. მოსაცდელები რომელიც მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავს განთავსებულია თბილისის სხვა უბნებშიც.

დედაქალაქის მერი, დავით ნმერი გვპირდება, რომ ამ ფაქტით დაინტერესდება და გადაცდმოის შემთხვევაში ხარვეზიც აუცილებლად გამოსწორდება.

ზუსტად როდის მოგვარდება ეს პრობლემა ნარმანია არ აკონკრეტებს. ამბობს მხოლოდ  იმას, რომ 2017 წლის მაისამდე თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 700 ახალი მოსაცდელი განთავსდება.

Print