სიახლეები
ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში იმყოფება

აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ ფაქტს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად აფასებენ.

აუდიტის სამსახურში კი ამბობენ, რომ ფაქტის შესწავლის შემდეგ იმ პირთა გამოკითხვაც დადგება დღის წესრიგში ვისი ხელმოწერაც დიკუმენტებზე ფიქსირდება.

 

Print