სიახლეები
აქცია კულტურის სამინისტროსთან
კულტურის სამინისტროს წინ ოპერის დასის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები სამინისტროსგან მათ მოთხოვნაზე, რომ გადააყენონ ოპერის დასის ხელმძღვანელი, რეაგირებას ითხოვენ. ისინი ასევე ეხმაურებიან კინწურაშვილის საპასუხო  ღია წერილს და აცხადებენ, რომ მის მიერ წარმოდგენილი ყველა კონტრარგუმენტი უსაფუძვლოა. აქციის მონაწილეების მოთხოვნას კულტურის სამინისტროში გამოეხმაურნენ.

სამინისტრო რეაგირებისთვის დასის წევრთა იდენტიფიცირებულ მონაცემებს ელოდება.

Print