სიახლეები
ინციდენტი გერმანიაში

ერთი ინციდენტი გერმანიაში.  მაჩეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა 1 ქალი მოკლა, 2 კი დაჭრა.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, შტუტგარდის მახლობლად მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

ის 21 წლის სირიელი მიგრანტია. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცს თავდასხმამდე ქალთან შელაპარაკება მოუვიდა.

დაკავებული ძალადობის ქმედების გამო სამართალდამცავების ყურადღების ქვეშ ადრეც მოექცა. პარალელურად ვრცელდება ახალი დეტალები  პარასკევს, სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაზე“ თავდასხმის საქმეში, სადაც წარმოშობით ირანელმა, გერმანიაში მცხოვრებმა 18 წლის ახალგაზრდამ მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის თქმით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმასთან შესაძლო კავშირის გამო 16 წლის ავღანელი ახალგაზრდა დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაზე“ თავდასხმის დროს 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 7 არასრულწლოვანი იყო. მოგვიანებით 18 წლის თავდამსხმელი, პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვნა.

 

Print