სიახლეები
"ქართული ოცნების" მაჟორიტარების წარდგენა სამეგრელოში

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას სამეგრელოში განაგრძობს.

გიორგი კვირიაშვილი  დღეს წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილი მოსახლოებას მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენს.

მანამდე კი  პარტიის ლიდერებმა კანდიდატები    ფოთში, ხობში, სენაკსა და აბაშაში  წარადგინეს.

შეკრებილ მოსახლეობას    სიტყვით პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მიმართეს. გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც პარტია  არჩევნებში გამარჯვბის შემთხვევაში გეგმავს.

Print