სიახლეები
''ოცნების'' მაჟორიტარების წარდგენა სამეგრელოში
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას სამეგრელოში განაგრძობს.

კანდიდატების დასახელების შემდეგ, პარტიის ლიდერებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუატობის კანდიდატები პირადად წარუდგინეს.

ფოთში, ხობში, სენაკსა და აბაშაში  შეკრებილებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მიმართეს. გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც პარტია უკვე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას სამეგრელოში არც ინციდენტის გარეშე ჩაუვლია.

Print