სიახლეები
ქართული ყველის ფესტივალი

ქართული ყველის პირველი რეგიონული ფესტივალი

ცოტა პური, ცოტაც ღვინო და ბევრი ყველი, რაც მთავარია ქართული სტუმართმასპინძლობა და საგანებოდ მოწყობილი სცენიდან აჟღერებული  მრავალჟამიერი - დღეს მცხეთამ „ქართული ყველის“  პირველ რეგიონულ ფესტივალს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე საკუთარი პროდუქციით მცხეთა-მთიანეთის ყველა მუნიციპალიტეტი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში ადგილზე ტენილი ყველი და უკვე არამატერიალურ კულტურად აღიარებული დამბალ ხაჭო მომზადდა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, უძველესი რეცეპტით დამზადებული, ქართული ყველის სახეობები,  ადგილზე დაეგემოვნებინათ.

„ქართული ყველი 2016“- ზე დღეს მასპინძელი რეგიონის რწმუნებული მივიდა და ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად გახსნა.

ყველის გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ღონისძიება შემეცნებითი პერფორმანსებით იყო დატვირთული. ფესტივალზე, ყველთან ერთად,  ქართული ღვინო, თაფლი, ჩურჩხელა და ამ კუთხის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნუგბარი იყო წარმოდგენილი.

უკვე ტრადიციად ქცეული ქართული ყველის ფესტივალი მომავალ წელს   გამარჯვებულ რეგიონში ჩატარდება.

 

Print