სიახლეები
ავტოავარია რუსთაველზე

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ცენტრში - რუსთაველის გამზირზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და დიდი სისწრაფით მიმავალი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად სამარშრუტო ტაქსი ამოყირავდა. მსუბუქი დაზიანებები მიიღო სამმა მგზავრმა და ავტომობილის მძღოლმა. ერთ-ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოთხივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადასთან ერთად - სახანძრო სამსახურისა და პატრულის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

Print