სიახლეები
"ქართული ოცნების" სამეგრელოს მაჟორიტარები
ზუგდიდში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა:

ზუგდიდში -მერაბ ქვარია, ზუგდიდის რაიონში - ედიშერ თოლორაია, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გოგა გულორდავა, ხობში - გოდერძი ბუკია, სენაკში - ირაკლი ბერაია, მარტვილსა და აბაშაში - ოთარ დანელია და ფოთში ირაკლი ხახუბია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებულად მიიტანენ ჩვენი პარტიის სათქმელს თითოეულ ამომრჩევლამდე. ისინი იქნებიან შეუპოვრები გამარჯვებისათვის ბრძოლაში და ისინი აუცილებად გაიმარჯვებენ და ამით ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, ჩვენი საქართველო გაიმარჯვებს“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატების წარდგენის შემდეგ.

Print