სიახლეები
სროლა მიუნჰენის ცენტრში
მიუნჰენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო "ფრანს პრესი", ბავარიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი მიუნჰენის ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, კაფის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც მიუნხენის პოლიცია ავრცელებს, 3 თავდამსხმელი იყო. შეიარაღებულმა პირებმა კაფეში მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. პოლიცია ადგილზე სპეცოპერაციას ატარებს. გადაკეტილია ახლომდებარე ქუჩები და შენობებიდან ხალხია ევაკუირებული.

ასევე, სრულიად შეჩერებულია მიუნხენში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. რკინიგზისა და მეტროს სადგურებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. პოლიცია ხალხს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.
Print