სიახლეები
"ინტერპოლი" და საქართველო
როგორ ქრება კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ძებნილთა სიიდან  ქართული გვარები

და როგორია პროკურატურის როლი ამ პროცესში. გუშინ წითელი ცირკულარით ძებნა იგორ გიორგაძეზე შეწყდა, დღეს კი თემურ ბასილიაზე.

თემურ ბასილიამ ეს პროცედურა 2012 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად მიიღო პოლიტდევნილის სტატუსი.

თუმცა ძებნის შეწყვეტის თაობაზე პირველ მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი მიიღო, ეს პასუხი მისი განმარტებით, საქართველოს პროკურატურის პოზიციიდან გამომდინარეობდა, რომელმაც უარი განაცხადა ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნის შეწყვეტის თაობაზე.

თუმცა ამ პერიოდში, იმის გათვალისწინებით, რომ თემურ ბასიალიას ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტდევნილის სტატუსი აქვს, ინტერპოლმა ცალმხრივად გასცა რეკომედნაცია, რომ საერთაშორისო მოგაზურობისას არ მომხადრიყო მისიი დაკავება.

თემურ ბასილიამ და მისმა ადვოკანტმა ინტერპოლის ეროვნულ ბიუროს განმეორებითი თხოვით გასულ წელს მიმართეს. საბოლოოდ მისი მოთხოვნა  ცოტა ხნის წინ დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ბასილიას წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები გატარდება. ამიტომ  მიმართვის საფუძველზე ახლა ის საქმის გადახედვას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას ელოდება, სამშობლოში დაბრუნებას მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს.

Print