სიახლეები
უკრაინაში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს
უკრაინაში მომხდარი აფეთქების შედეგად ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა.

ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მართვის დროს ამოქმედდა. გაზეთ “უკრაინსკაია პრავდასჟურნალისტი გამოცემის დირექტორის, ავტომობილით გადაადგილდებოდა. მომხდარზე განცხადება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

ეროვნული პოლიციის უფროსის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისთვის ჟურნალისტ პაველ შერემეტის დაღუპვის საქმის გამოძიება ღირსების საკითხია. დაუყოვნებელი გამოძიების ბრძანება გასცა ქვეყნის პრეზიდენტმაც. პეტრო პოროშენკომ დაღუპულის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

Print