სიახლეები
ბათუმის ღამის კლუბში 3 მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში ღამით სამი მამაკაცი დაჭრეს კლუბ გეითში.

სასწრაფო დახმარების პერსონალის ინფორმაციით, 25 წლამდე მამაკაცს, ცივი იარაღით 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ორი დაჭრილი ამ დრომდე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება .  ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კი ერთი პაციენტი მძიმე მდგომარეობაში მათთანაა მოთავსებული. კლუბის თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ   ერთ-ერთი კლუბში გადატეხილი ბოთლით დაჭრეს. დანარჩენები კი კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ფაქტზე საქმე  სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მძიმე დაზიანებებს გულისხმობს.

Print