გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხზე ფრაქციის თავმჯდომარებთან კონსულტაციებს მართავს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", "ქართული ოცნება - თავისუფლების" და "ქართული ოცნება - აჭარას" თავმჯდომარეებს შეხვდება.
შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილება. დღესვე დაგეგმილია ქვეყნის პირველი პირის კონსულტაციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყველა ფრაქციის თავმჯდომარესთან.