სიახლეები
სასწავლო ბანაკი ატენის ხეობაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით
ატენის ხეობაში სასწავლო ბანაკი „მეგზური“ გაიხსნა.
.ბანაკი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ერთი კვირის განმავლობაში ბანკაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგები თემებზე: „გიდის მუშაობის ფორმები და მეთოდები“, „ტურისტული უნარ-ჩვევები და უსაფრთხოების საკითხები“, „მარშრუტების დაგეგმვა“, პირველადი დახმარება“ და ა.შ. ტრენინგების პარალელურად ბანაკში მხიარული სტარტები და საფეხმავლო ბილიკებზე ლაშქრობები გაიმართა. ბანაკში მყოფ სტუდენტს სერტიფიკატები გადაეცათ. გაივლიან პრაქტიკას გაივლიან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში, გორის ეთნოგრაფიულ და სტალინის მუზეუმებში, რის შემდეგაც საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ ტურისტულ კომპანიებთან და სააგენტოებთან.

Print