სიახლეები
კალაძის განცხადება ჯარში სავალდებულო გაწვევის შესახებ
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას - სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აფასებს. ვიცე-პრემიერი მიიჩნევს , რომ შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძე პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მოსაზრებებს უერთდება. მათი განცხადებით მსგავსი გადაწყვეტილებები მთავრობამ და უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს.
Print