სიახლეები
შოთა ხიზანიშვილი დაკავებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე - შოთა ხიზანიშვილი დაპატიმრებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ - უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლით შეუფარდა, თუმცა ამინისტირებული მუხლების გათვალისწინებით პატიმრობის ვადა 1 წლითა და 6 თვით განისაზღვრა. ხიზანიშვილი "ქართული ოცნების" ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე იყო ბრალდებული. ის სასამართლო დარბაზში - განაჩენის გამოცხადებისთანავე დააპატიმრეს. ხიზანიშვილის გარდა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები იყვნენ შსს-ს მაღალჩინოსნები- ვაჟა ლილუაშვილი და ლევან ქარდავა. საუბარია 2012 წლის არჩევნებამდე - ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებაზე.
Print