სიახლეები
კონფერენცია რეზერვის კონცეფციასთან დაკავშირებით
როგორი უნდა იყოს რეზერვის კონცეფცია - აღნიშნულ საკითხზე, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამ დღიანი კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაში თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იღებენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციას შეაჯერებენ. თინა ხიდაშელის თქმით ,,ირაკლი სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა და ჩვენი მოსაზრებები აფსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ირაკლი სესიასვილი მიიჩნევს რომ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანის მონური შრომა დასაშვებია ჩემთვის კი ეს არ არის ნორმალური". ამ განცხადებით გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი სესიაშვილის გუშინდ გაკეთებულ განცხადებას. სესიაშვილი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება თინათინ ხიდაშელის მხრიდან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო.
Print