სიახლეები
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საქართველომ, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტს ხელი ბერნში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისა და EFთA-ს მინისტერიალის ფარგლებში მოეწერა. "აღნიშნული შეთანხმება ნიშნავს მეტ ვაჭრობას,ინვესტიციებს, ტურიზმსა და მეტ ქართულ ღვინოს EFთA-ს ქვეყნებში" - ამ განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილმა, ხელმოწერის აღსანიშნავ ოფიციალურ ვახშამზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა. პრემიერმა შვეიცარიას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროში საქართველოს ახალ პარტნიორებზე ისაუბრა.
Print