
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალის
მშენებლობა დაიწყო.
მშენებლობაზე 500–მდე ადამიანი დასაქმდება. თბილისის საერთაშორისო
აეროპორტის
განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო
ბილიკების
რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. ტერმინალის მშენებლობის დასრულება
2017 წლის
ბოლოსთვის იგეგმება. საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებას მთავრობის მეთაური
მინისტრთა
კაბინეტის წევრებთან ერთად ესწრებოდა.გიორგი კვირიკაშვილის
განმარტებით, მოფრენის
ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე იწყება, რაც ტურიზმის
მაჩვენებლების ზრდამ
განაპირობა.