სიახლეები
თავდაცვის მინისტრის განცხადებები
თავდაცვის მინისტრის თქმით კომპანია ,,დელტას" ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე არ დაბრუნდება. კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. თინათინ ხიდაშელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა რომ ,,შეიარაღებულ ძალებს ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება". დღეიდან სამხედრო სამსახურში გაწვევა ნებაყოფლობითი იქნება. მინისტრმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. თინათინ ხიდაშელის თქმით საქართველოს საზღვაო ძალები არ ჰყავს და კიდევ დიდხანს არ ეყოლება, რადგან ქვეყანას მისი საშუალება არ აქვს.
Print