სიახლეები
სტიქია ამალი დევდორაკის ხეობაში
ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხეობაში ორმოცამდე ტექნიკაა შეყვანილი, თუმცა გზის აღდგენისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები მდინარე თერგში წყლის დონის დაწევას ელოდებიან. უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნალექის წარმოქმნამ მდინარე თერგის კალაპოტი შეცვალა და გზის 800 მეტრი მოწყვიტა. ადგილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
Print