სიახლეები
პრემიერ-მინისტრი აჭარაში
პრემიერ-მინისტრმა ციხისძირში ახალი სასტუმრო გახსნა."კასტელო მარე" -ამ სახელწოდების სასტუმრო 7-სართულიანი იქნება და მასში მხოლოდ 20 სასტუმრო ნომერი განთავსდება. პროექტის ფარგლებში, სასტუმროს გარდა, შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა. საუბარია ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანსა და ახალი და კომფორტული ნავმისადგომების მშენებლობაზე. სასტუმრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრემიერის თქმით, პროექტის მშენებლობაში 25 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა. კვირიკაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. პრემიერმა ზემო აჭარის კურორტების განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. აჭარის რეგიონთან ერთად მან საქართველოს ინფრასრტუქტურული განვითარების ოთხწლიან გეგმაზეც გაამახვილა ყურადღება , მაშ შორის - ხულო- ზარზმის , სვანეთის, მთიანი აჭარის და ანაკლიის პორტის მშენებლობის თაობაზე.
Print