სიახლეები
ვითარება დევდორაკში
დევდორაკის ხეობაში სტიქიის შედეგებისა და მისი სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ, კრიზისების მართვის საბჭოში ბრიფინგი გაიმართა . საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, გზის აღდგენითი სამუშოები სავარაუდოდ 3 კვირაში დასრულდება. ხეობის რისკ ზონიდან ევაკუაცია დასრულდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს დაზიანებული ადგილების შესწავლა-შეფასება და შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია. ხეობაში მუშაობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი. სწორედ მათი ნებართვის შემდეგ დაიწყება გზის აღდგენითი სამუშაოები. ადგილზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის და ფიზიკური პირების გადაადგილება.
Print