
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ისევ მკვლელობაზე საუბრობს და
თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს. ერთ-ერთი მთავარი კითხვა მათ
იარაღთან დაკავშირებით აქვთ. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას
დნმ-ის კვალის იდენტიფიცირებისთვის საქმის მასალების მიხედვით, არც
ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.